logo
ENG



მეუფე დოსითეოსი: 100 წელიც რომ გავიდეს, რუსეთი აგრესორ "ერთმორწმუნე" მეზობლად დარჩება

08 აგვ 202015:30
3 წუთის საკითხავი
 
f7nrvpdyxbpjx5q.jpg

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და ამბობს, რომ "რუსეთი სამარცხვინო დამპყრობელის სახელს ვერ მოიშორებს.  

ეპისკოპოსის განცხადებას Facebook-ზე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია ავრცელებს. 

"2008 წლის 8 აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. ასიც რომ გავიდეს, გმირები დარჩებიან გმირებად. რუსეთი სამარცხვინო დამპყრობლის სახელს ვერ მოიშორებს. დარჩება აგრესორ, არასანდო „ერთმორწმუნე“ მეზობლად. უბედურება ისიც არის, რომ მარტო საქართველოსთვის არა...", - აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

 


close დახურვა